вторник, 10 июня 2014 г.

პროექტის სახელწოდება: თორნიკე ერისთავი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მეათე საუკუნის საქართველოს ისტორიას საქართველოს წარსულს.,მის ტრადიციებს.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაეცნოებიან საქართველოსკუთხეებს;მათ ერთიანობას,ქვეყნისათვის თავდადებას,სიყვარულს.
პროექტის მიზნები: ნახატების მოძიების და მათზე დასკვნების გაკეთების უნარის განვითარება, კრიტიკული აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება; ისტ–ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გაფორმება და ინტერნეტში გამოქვეყნება. პრობლემატურ თემის შერჩევა და მასზე ჩანახატების, პატარა ლექსებისა და ტექსტების შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 10 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; შეიქმნება შერჩეულ თემაზე ჩანახატები, ლექსები და მცირე ტექსტები. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება სტენდი, რომელზეც განთავსდება ჩანახატების გამოფენა, შეიქმნება ანგარიში;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი, ბიბლიოთეკა, დიდი ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, საშლელი, ფლმასტერი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ჭიკარტები.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს მოიფიქრონ ისეთი თემები, რომლებიც ყველა დროისთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება შესთავაზოს:
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ  შერჩეული თემის მიხედვით სურათები, ასევე სურათის აკრიფონ ავტორების ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის საპრეზენტაციო ფაილები. შემდეგ პროექტის მონაწილეებს დაევალებათ შერჩეულ თემაზე შექმნან ჩანახატები, მცირე ლექსები და ტექსტები. მოხდება დამუშავებული და შექმნილი ინფორმაციის შეჯერება და კედლის სტენდის შექმნა. შეიქმნება ბლოგი, რომელზე განთავსდება დასკანირებული ჩანახატები, ლექსები და ტექტსტები. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ელექტრონული ანგარიშის  შექმნას. პროექტი პროექტორის გამოყენებით წარდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისათვის. დასასრულ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ისტორია;
პროექტის ხელმძღვანელი:  რუსუდან გუნთაიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: rusoguntaishvili@gmail.com;
პროექტის ბლოგი:   http://meore-rusoguntaishvili.blogspot.com/